ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

0
1711

ქართველმა პარამოფარიკავე ქალი  ირმა ხეცურიანმა იტალიის დედაქალქში ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.  „საკმაოდ მასშტაბური შეჯიბრი იყო. რთული არ ყოფილა. ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი განწყობა მქონდა, რაც აისახა ბრძოლებზეც. ეს ყველაფერი, ჩემი უცვლელი გუნდის დამსახურებაა. მადლობა მათ. ნახევარფინალი პოლონელ მოწინააღმდეგესთან იყო, ცოტა დაძაბული, მაგრამ ჩემი გამარჯვებით დასრულდა. ფინალი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. თუმცა, უფრო უკეთესად შემეძლო მეფარიკავა”, – ამბობს tsff.ge-სთან საუბარში ირმა ხეცურიანი.

პოლონელ სპორტსმენთან, ინა ჰარეზთან ½ ფინალაში 15-10 გამარჯვებამდე, ირმა ხეცურიანმა, რომში მიმდინარე ჩემპიონატის ჯგუფში ბერძენ, ფრანგ, იტალიელ და უკრაინელ მოფარიკავეებს აჯობა. ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა ასევე პოლონელ პაჩეკთან 15-6 დაასრულა. ოქროს მედლისათვის კი ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ტაილანდელი სპორტსმენი  15-10 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

„გასაოცარი შეგრძნება და პასუხისმგებლობა შემდეგი შეჯიბრებისთვის. ხვალ მე და ნინა თიბილაშვილი რაპირით ფარიკაობაში ვიასპარეზებთ. ზეგ კი ნინა ხმლით ფარიკაობაში, აუცილებლად გვასახელებს. მჯერა მისი შესაძლებლობის”, – ამბობს ირმა ხეცურიანი.

ხვალ,  მედლები რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება სადაც „B” კატეგორიაში ირმა ხეცურიანიც გამოვა. “A” კატეგორიაში კი მდელისათვის ახალგზარდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.

მსოფლიო ჩემპიონათან ჩვენს მიერ ჩაწერილი ინტერვის დროს, გვერდი ვერ ავუარეთ ქართველი პარამოფარიკავე ქალის და გუნდის წარმატების „ფორმულას”. „საქართველოს პარაფარიკაობის ნაკრებს, მხოლოდ ქალები წარმოვადგენთ (მწვრთნელების გარდა) და ძალიან ბევრი წარმატებები გვაქვს მიღწეული მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. ჩემთვის ფარიკაობა პირველია. წარმატებებით და საქმით დავამტკიცოთ, რომ ქალებიც სრულუფლებიანი ადამიანები და თანაბარი ვართ საპირისპირო სქესთან სპორტში მაინც. თუ არ სჯერათ, ჩემი გუნდი აიღეთ მაგალითად”, – ამბობს ირმა.

ჩვენის მხრივ, წარამატებას ვუსურვებთ ქართველ ქალებს რომის მსოფლიო ჩემპიონატზე და დარჩენილ დღეებში ახალ მატებას დაველოდებით.

 

NO COMMENTS