რუსთავის ახალი მერი უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება

0
4496

21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგად 64-დან არჩეულია 58 მერი, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ (საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს). ზემოაღნიშნული 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ. შესაბამისად, რუსთავის ახლადარჩეული მერი, ირაკლი ტაბაღუა უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

NO COMMENTS