წარმატებული მოსწავლეები საექსკურსიო ტურის ფარგლებში პარლამენტში იმყოფებოდნენ

0
1349

დღეს თბილისის პარლამენტის შენობაში რუსთავის 10 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები და მათი დირექტორები იმყოფებოდნენ, რომლებსაც რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ უმასპინძლა. საექსკურსიო ტურის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ პარლამენტის ისტორიული შენობა, პირველი რესპუბლიკის, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზები, ასევე, პლენარულ სხდომათა დარბაზი.  მოსწავლეებმა და დირექტორებმა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოც მოინახულეს. გარდა ამისა, ექსკურსიის მსვლელობისას, სტუმრები  ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პარლამენტის სტრუქტურას, მისიასა და როლს, აგრეთვე, კანონშემოქმედებით პროცესს გაეცნენ. 

“მინდა, რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა დაათვალიეროს პარლამენტის შენობა, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. მსგავსი შემეცნებითი ტურები მომავალშიც გაგრძელდება”- აღნიშნა “ტელეგრაფთან” საუბრისას გიორგი ბეგაძემ.

NO COMMENTS