რუსთავის ცენტრალურ პარკში ,,ახალგაზრდული ფესტივალი“ ჩატარდა

0
1568

რუსთავის მერიის ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის’’ ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში ,,ახალგაზრდული ფესტივალი“ ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა, კერძოდ ,,City Game“, სპორტული შეჯიბრი სირბილში, რუსთაველი ახალგაზრდების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შშმ პირების მიერ შექმნილი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებისა და ფოტო-გამოფენა გაიმართა. პარკის ღია კინო-თეატრის სცენაზე ჩატარდა ,,ექსპერიმენტორიუმის შოუ“ და კონცერტი რუსთაველი შემსრულებლებისა და ჯგუფების მონაწილეობით.

,,ახალგაზრდული ფესტივალი“ პარკში ფრანების გაშვებით დასრულდა. ფესტივალის მონაწილეებმა პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული მანათობელი ფრანი გაუშვეს ცაში. ორგანიზატორების ინფორმაციით, რუსთავის ,,ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებმა პროექტების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი ,,ახალგაზრდული ფესტივალი“ რუსთავის მერიის ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ ხელშეწყობით განხორციელდა.

NO COMMENTS