რა ცვლილებები იგეგმება მთავრობის შემადგენლობაში

0
1738

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი. პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.

 

NO COMMENTS