რუსთავის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. ირაკლი ტაბაღუამ პირველი სამუშაო დღე გამთენიისას, ქალაქის დასუფთავების თანამშრომლებთან ერთად დაიწყო და მეეზოვეებს შიდა ეზოების დასუფთავებაში დაეხმარა.
ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მისი უმთავრესი პრიორიტეტი ქალაქზე და რუსთაველებზე ზრუნვაა.