გარდაბნის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

0
1840
გარდაბნის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი – რამაზ ბუდაღაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მერის წარდგენას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.

რამაზ ბუდაღაშვილი თანამშრომლებს გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ ბერუაშვილმა წარუდგინა.

„მადლობას ვუხდი პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, მოსახლეობას, ჩემს ამომრჩეველს, მათ ვინც მომცა ან არ მომცა ხმა. ჩვენ ერთად შევუდგებით იმ დაპირებების შესრულებას, რაც წინასაარჩევნოდ გავეცით.”- განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა და ასევე პარლამენტის წევრმა გოდერძი ჩანქსელიანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვეს.

 

NO COMMENTS