გიორგი ქორიძე თეთრიწყაროს მერის უფლებამოსილების განხორციელებას შეუგდა

0
1704

დღეიდან გიორგი ქორიძე თეთრიწყაროს მერის უფლებამოსილების განხორციელებას შეუგდა. თვითმმართველობის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე გიორგი ქორიძე მერის თანამდებობის რანგში წარადგინა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა.
„ვეცდები გავამართლო ნდობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ გამომიცხადა, იმედი მაქვს თქვენთან ერთად განვახორციელებ ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს“- აღნიშნა გიორგი ქორიძემ. ამასთანავე,ისაუბრა სამომავლო გეგმებისა და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
გიორგი ქორიძე 1997 წლიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 წლიდან გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა თეთრიწყაროს მერად. 

NO COMMENTS