გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 14–16 ნოემბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +16, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 17 – 19 ნოემბერს ზოგან წვიმიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ტემპერატურაც +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.