თოჯინების სპექტაკლი დიდებისთვის

0
1428

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი დამოუკიდებელ თეატრს, სახელწოდებით – ,,ჩვენი თეატრი“ მასპინძლობს, რომელიც თოჯინების სპექტაკლს ,,პარადისო“ 15 და 26 ნოემბერს რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე  წარმოადგენს.  „პარადისო“ ერთ მოქმედებიანი დრამაა, რომელიც  – ხანდაზმულთა თავშესაფრის სამი ბინადრის – პიპოს, იშაის, სერ რობერტის და მომვლელი ქალი ბონიტას ცხოვრებას  წარმოგვიდგენს. მოხუცები სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მუსიკის აწყობას ცდილობენ. ისინი გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ინსცენირებაში, მხიარული და სევდიანი სცენების მონაცვლეობით, გათამაშებულია მოხუცების ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მათი ხასითების თავისებურებები… სიკვდილი, როგორც სიბერე, ჩვენი ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა, უბრალოდ, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გვიწევს გადასვლა. როდესაც წოდებები, წარმომავლობა, ფენები და საფეხურები თანდათან უფასურდება და მოხუცები ბავშვებს ვემსგავსებით, დავფიქრდებით იმაზე, თუ რა ავირჩიეთ და რა უარვყავით; რა ვაკეთეთ და რა სჯობდა, რომ გვეკეთებინა…,, პარადისო“ ჩვენი მარადისობაა, რომელიც აქ იწყება იმქვეყნად გრძელდება. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ყველაფერი ჩვენთვის და მათთვის, ვისაც მუსიკის გარეშე, უბრალოდ, არ შეუძლია.

სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი:

პიესის ავტორი: ქეთევან ჩაჩანიძე

რეჟისორი: ირაკლი ხოშტარია

მხატვარი, მეთოჯინე: თეა ბახტაძე, ხატია მანჯავიძე

ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე

მონაწილეები (როლი – მსახიობის სახელი და გვარი)

რობერტი – ილია სონღულაშვილი

იშაი – ლაშა რობაქიძე

პიპო – ხატია მანჯავიძე

ბონიტა – თეა ბახტაძე

ახალგაზრდა რობერტი – ელიზბარ ჩხეიძე

მოახლე გოგო – სოფიკო ჩხიტუნიძე

ხანგრძლივობა: 60 წუთი.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატულ თეატრში სპექტაკლი ,,პარადისო“ 15 ნოემბერს 15.00 სთ-ზე, 26 ნოემბერს კი 19.00 სთ-ზე გაიმართება.

 

NO COMMENTS