მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება.
ამ დრომდე უცნობია ვინ უხელმძღვანელებს საკრებულოს.
რუსთავის საკრებულოს 25 წევრიდან 18 მმართველი პარტიის, ხოლო 7 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან.