მსახიობ სპარტაკ კიკნაძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

0
1505

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, მსახიობ სპარტაკ კიკნაძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადილე კახა კობერიძემ სპარტაკ კიკნაძეს იუბილე მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს რუსთავის თეატრის განვითარებაში შეტანილი დამსახურებული წვლილისთვის და სპეციალურ სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

ღონისძიებას რუსთავის თვითმმართველობისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მსახიობის კოლეგები, ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სპარტაკ კიკნაძე რუსთავის თეატრში 1974 წლიდან მოღვაწეობს და 25-მდე სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული.

NO COMMENTS