რუსთავის თეატრის მსახიობი სპარტაკ კიკნაძე იუბილარია!

0
1298

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი სპარტაკ კიკნაძე  – იუბილარია, მას 70 წელი შეუსრულდა.  იუბილესთან დაკავშირებით რუსთავის თეატრში მსახიობის კოლეგები ექპრომტად მომზადებულ ღონისძიებას წარმოადგენენ, სადაც გაიხსენებენ სპარტაკ კიკნაძის შესრულებულ როლებს და მიუძღვნიან სიმღერებს, ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელი პირები და სხვა სტუმრებიც დაესწრებიან.

სპარტაკ კიკნაძე დაიბადა 1947 წლის 16  ნოემბერს, 1972 წ. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ტეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფი)

რამდენიმე წელი მოღვაწეობდა ფოთის თეატრში. 1974 წლიდან დღემდე არის რუსთავის თეატრის მსახიობი.

განსახიერებული როლები:  ემიროვი – ,,ნუ გეშნია დედა“, რობერტი – ,,ცილინდრი“, მოსე – ,,კუკარაჩა“, იოსები – ,,ვალი“, ოფიცერი – ,,მგლები“, უბნის ბოქაული – ,,რევიზორი“ , მოურავი ზაქრო – ,,კომბლე“, მოსამართლე – ,,სამეზობლო ღობე ანუ ცხენი“, ჟორა ,,რას იტყვის ხალხი“, ვამიჩეიშვილი ,,ხორუმი ქართული ცეკვაა“, ვანო ლაითაძე – ,,ეზოში ავი ძაღლია“ , ნიკო თურქი – ,,ცოდვის შვილები“, ხოზე – ,,თამაში რემარკის გარეშე“ , გიორგი ჭყონდიდელი – ,,დავით აღმაშენებელი“

გადაღებულია ფილმებში – ,,აქედანა და შენამდე“, ,,ვირთხა“, ,,ძნელი დასაწყისი“, ,,წისქვილი ქალაქის გარეუბანში“.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი ულოცავს სპარტაკ კიკნაძეს დაბადების დღეს და უსურვებს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

NO COMMENTS