რუსთავის მერი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

0
1683

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სტუმრებმა ქალაქის ახლად არჩეულ მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს UNDP-ის მხარდაჭერით რუსთავში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

,,გაეროს განვითარების პროგრამა რუსთავში პროექტს ‘’Futuremakers’’ ახორციელებს, რომლის მიზანია, მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება. მეორე პროექტი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს, რუსთავის მერიაში ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის შექმნას ითვალისწინებს, რომლის პარტნიორი ასევე არის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო განვითარების სერვისების სააგენტო. პროექტთან დაკავშირებით უკვე გაფორმებულია მემორანდუმი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

გაეროს განვითარების პროგრამა ახლო მომავალში, რუსთავში თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

,,ახალი მერისგან მოვიპოვეთ მხარდაჭერა და ასევე სამომავლო გეგმებზეც მოვიპოვეთ ინტერესი და მხარდაჭერის სურვილი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ, განვახორციელოთ მეორე ფაზა ჩვენი პროექტის, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტის მეორე ფაზა უფრო მეტად იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე ფოკუსირებული, ვიდრე პირველი ფაზა, რომელიც უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას ემსახურებოდა“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გაეროს განვითარების პროგრამის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვთარების ხელშეწყობის“ პროექტის მენეჯერმა მარიკა შიოლაშვილმა.

 

NO COMMENTS