რუსთავში ადგილობრივი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

0
2378

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა რუსთაველ პედაგოგებსა და აღმზრდელებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდის პროცესში მათ მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილეს ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველი პედაგოგები მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, პირადად დააჯილდოვა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

შეხვედრა რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოეწყო და ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” რუსთავის ოფისმა უმასპინძლა.

NO COMMENTS