№10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

0
1787

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ცურტაველის ქუჩაზე, #10 საბავშვო ბაღის მშენებლობას ადგილზე გაეცნო.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დღეისთვის, შენობის ორივე სართულზე მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

ცურტაველის ქუჩაზე მდებარე #10 საბავშვო ბაღის ძველი შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად, მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
ახალი შენობა ორსართულიანი და განსხვავებული დიზაინის იქნება. 6 სააღმზრდელო ჯგუფსა და 180 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღი გათბობის, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით აღიჭურვება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,პარმაღი’’ ახორციელებს. მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტისთვის 1 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. 

NO COMMENTS