რუსთავში კამერული მუსიკის საღამო გაიმართა

0
1365

რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში, კამერული მუსიკის საღამო გაიმართა.

კონცერტში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სინფონიეტა” და რუსთავის კამერული გუნდი მონაწილეობდნენ.

კონცერტზე ცნობილი გერმანელი დირიჟორის, კორნელია ფონ კერსენბროკის, რუსთავის კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის, მამუკა გულაღაშვილისა და მუსიკოს მედეა ქავთარაძის დირიჟორობით კლასიკური ნაწარმოებები შესრულდა.

ღონისძიების დასასრულს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გერმანელ დირიჟორ კორნელია ფონ კერსენბროკსა და კონცერტის ქართველ მონაწილეებს სპეციალურ სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

ღონისძიებას რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

NO COMMENTS