რუსთავის თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერსა და ე.წ. “ჩიკაგოს” სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0
3492

ქალაქ რუსთავში ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩებს შორის მდებარე სკვერს
(მუნიციპალური თეატრის მიმდებარე ტერიტორია) და ქალაქ რუსთავში ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ე.წ. “ჩიკაგოს” სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად რუსთავის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა 1 დეკემბერია. გამარჯვებული პროექტების გამოვლენის შემდეგ კი გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესასრულებლად.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორიების რეაბილიტაცია წინასაარჩევნო შეხვედრებზე  „ქართული ოცნების” მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მოსახლეობამ სთხოვა.

 

NO COMMENTS