რუსთავში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

0
1534

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალით „ერთი ცის ქვეშ –კულტურათა დიალოგი“ დასრულდა.

ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა კონცერტი, რომელშიც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგარზრდებთან ერთად, მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელიბიც იღებდნენ. თეატრის ფოეში კი, მოეწყო თემატური გამოფენა.

ღონისძიებები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ქვემო ქართლში სახელმწიფო–რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფესტივალს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ბეგაძესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალთან და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად, 16 ნოემბერს აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, 13-19 ნოემბერს აღინიშნა.

1995 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.
ტოლერანტობის მსოფლიო დღე კი, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, 1996 წლიდან აღინიშნება.

NO COMMENTS