სამხარეო ადმინისტრაციაში UGRAD-ის გამარჯვებულ რუსთაველ სტუდენტებს

0
1450

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კონკურსის, UGRAD-ის გამარჯვებულ რუსთაველ სტუდენტებს შეხვდა.
გუბერნატორის მოადგილემ სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა, სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა და სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

წარმატებული ახალგაზრდები ნატალია ჭამიაშვილი და ნინი კვირიკაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დაფინანსებით ერთ სემესტრიან გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ UGRAD კონკურსის ფარგლებში საქართველოდან წელს მხოლოდ მხოლოდ 3 სტუდენტი შეირჩა. ნატალია ჭამიაშვილი და ნინი კვირიკაშვილი რუსთავის # 4 და 24 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.

NO COMMENTS