უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

0
3854

საქართველოს უმეტეს რაიონში თბილი ამინდი დღეს კვლავ შენარჩუნდება, თუმცა ცალკეულ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა 19-24 გრადუსს მიაღწევს.

მთიან ზოლში მოსალოდნელია თბილი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 14-19 გრადუსს მიაღწევს, ხოლო მაღალმთიანეთში – 12-17 გრადუსს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსი დაფიქსირდება. მთიან ზონაში 11-16 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანეთში კი – 8-13 გრადუსი სითბო.

საქართველოში ხვალ, 21 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში თბილი ამინდი შენარჩუნდება, ცალკეულ რაიონებში კი კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

21 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო მასებით, ამიტომ ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ რაიონებში – თოვლი.

NO COMMENTS