ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

0
2085

ამ წუთებში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიაწოდეს, რომლებიც აცხადებენ, რომ სროლის ხმა გაიგონეს. როგორც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია 20-მდე სპეცრაზმელი და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მათი თქმით, მოსახლეობას აივანზე გამოსვლა აუკრძალეს. ზოგიერთი მათგანი კი მათივე უსაფრთხოების მიზნით სახლში შესვლას ვერ ახერხებს.

“კურიერის” ინფორმაციით სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.

მიმდინარეობს 2 პირის დაკავება, რომლებსაც ბრალი ედებათ ტერორიზმში. წინასწარი ინფორმაციით ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

NO COMMENTS