გრიგოლ ნემსაძემ რუსთავის ,,რუსთავს“ გამარჯვება მიულოცა

0
1448

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ულოცავს რუსთავის ,,რუსთავს“ თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ღირსეულ გამარჯვებას და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში გადასვლას.

“მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თქვენ მიერ გაწეული თავდაუზოგავი შრომა და მონდომება, რომლის შედეგადაც დღეს ღირსეულ გამარჯვებას მიაღწიეთ და ეროვნულ ლიგაში გადასვლა ერთი ტურით ადრე შეძელით. ასევე მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც ქართული ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარებაში შეგაქვთ. თქვენი წარმატებები განსაკუთრებული მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ მუდმივად მზად ვართ ხელი შევუწყოთ სპორტის ყველა სახეობის განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ქვემო ქართლის რეგიონში. გილოცავთ კიდევ ერთხელ და მჯერა რომ დღევანდელი წარმატება გუნდისთვის კიდევ არაერთი გამარჯვების საწინდარი იქნება.” – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

NO COMMENTS