ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – რა გახდა ნუცუბიძეზე ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

0
2940

ნუცუბიძის ფერდობზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.

ოჯახის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე პავლიაშვილის მუეღლესთან ერთად პროკურატურაში ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო, სადაც წერია, რომ გარდაცვალების მიზეზი სიმთვრალით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა იყო.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ სამართალდამცველები თავისუფლების არიან პასუხისგებლობისგან, რადგან გამოძიებას არ დაუდგენია რამდენად დროულად იმოქმედეს პოლიციელებმა, როდესაც პაატა პავლიაშვილის დაკავების მომენტში თხოვდა გამოეძახებინათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

.,,ექსპერტიზამ სხეულში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა ცალსახად გამორიცხა. ასევე ველოდებით ექსპერტიზის კიდევ ერთ დასკვნას, რომელიც არის ვიდეობზე დანიშნული, არის თუ არა გადაღებული, თუ არის აღდგება და ამის შემდეგ საქმეს კომპლექსურად შევაფასებთ. მიგვაჩნია, რომ დაზარალებულად უფლებამონაცვლის ცნობა არ ეწინააღმდეგება გამოძიებას”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

NO COMMENTS