საბავშვო ბაღებში ზეიმების ფორმატი იცვლება

0
2961

“განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა ,,ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გათვლილია ბავშვების ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. სამწუხაროდ, ძველი ფორმატით ჩატარებულ ზეიმებზე ბავშვის ინტერესები უგულვებელყოფილი იყო. წინ იყო წამოწეული მშობლებისა და მოწვეული სტუმრების ინტერესები, ბავშვები კი ,,გამოყენებულნი“ იყვნენ მათ გასართობად, რის გამოც ირღვეოდა ბავშვთა უფლებები. დაუსრულებელი რეპეტიციები და წვრთნა იწვევდა ბავშვთა გადაღლას, ინტერესთა დაქვეითებას, სტრესს.

შვილის ზეიმი ცხადია, ყველა მშობლისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა. მშობელს სურს თავისი შვილი იხილოს მთავარ როლში და ,,გაჯიუტებულ“ შვილებს დაჟინებით სთხოვენ სცენაზე გამოსვლას, თავისი ნომრის შესრულებას. ამ შემთხვევაში რთული სათქმელია, ზეიმი ბავშვისთვის უფრო დიდი სიამოვნებაა თუ მშობლისთვის.
დროა უარი ვუთხრათ ასეთ მიდგომებს და ზეიმი გავხადოთ ყველა ბავშვისათვის დღესასწაულად, მოვარგოთ ის მათ სურვილებსა და ინტერესებს, მიუხედავად თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობისა.” – ინფორმაციას რუსთავის ბაღების გაერთიანება ავრცელებს.

NO COMMENTS