სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლებისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

0
1308

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლებისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ.

სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

წყარო:ipn

NO COMMENTS