შტურმი გაბრიელ სალოსის გამზირზე გამთენიისას დასრულდა – მოსახლეობა ევაკუირებულია

0
1622

ნიუპოსტის კორესპოდენტის ინფორმაციით ამ დროისთვის გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლის ხმა არ ისმის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში განხორციელდა შტურმი, არიან დაჭრილები.

შტურმს წინ უძღოდა შუშების მსხვრევის ხმა. რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს, გათიშულია გაზი და ელექტრო ენერგია.

ჯერჯერობით უცნობია დეტალები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

NO COMMENTS