რუსთავის ცენტრალურ პარკში  ,,შემოდგომის ბაზრობა“ გაიმართება

0
1804

25 ნოემბერს,  ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში, ,,შემოდგომის ფესტივალის“ ფარგლებში,  ,,შემოდგომის ბაზრობა“ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია UNDP, თანაორგანიზატორი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალი ეძღვნება გაეროს განვითარების პროგრამის/UNV-სა  და საერთაშორისო ქსელის Edgeryders   ერთობლივი პროექტ – Futuremakers-ით მიღწეული შედეგების გაზიარებას, ადგილობრივი მოსახლეობის თანამშრომლობის გაღრმავებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სოციალური აქტივობა -შეჯიბრი ბურგერების მომზადებაში, ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხატვის ვორქშოპი, ,,ყველის ფესტივალი“, ,,ქუჩის ცირკი“, თოჯინების თეატრის წარმოდგენა.

ფესტივალი ოფიციალურად 12:00 საათზე  გაიხსნება და ღონისძიებები 16:00 საათამდე გაგრძელდება.

ოფიციალურ გახსნას დაესწრება საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

NO COMMENTS