ირაკლი ტაბაღუამ მოადგილეები წარადგინა

0
1842

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სამსახურის უფროსებს და მედიის წარმოამდგენებს მოადგილეები წარუდგინა. ტაბაღუამ რუსთავის ვიცე მერის პოსტზე ფინანსისტი დავით კეკელიძე წარადგინა. მეორე მოადგილის თანამდებობა კი გოჩა ლორიამ დაიკავა.

დავით კეკელიძე წლების განმავლობაში საბანკო სფეროში მოღვაწეობდა, ბოლოს კი ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის პოზიცია ეკავა.

რაც შეეხება გოჩა ლორიას, რუსთავის მერის მოადგილის პოზიციაზე ის გასული წლის ზაფხულში დაინიშნა, რამდენიმე თვეში კი იმჟამინელი მერის, დავით ჯიქიას გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გათავისუფლდა. ლორიამ ჯიქიას გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო.

ახალი მოადგილეების წარდგენას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი ესწრებოდა.

 

 

NO COMMENTS