კულტურისა და დასვენების პარკში ,,შემოდგომის ბაზრობა’’ გაიმართა

0
1419

რუსთავის მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 25 ნოემბერს, კულტურისა და დასვენების პარკში ,,შემოდგომის ბაზრობა’’ გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა. ხატვის ვორქშოპი, შეჯიბრი ბურგერების მომზადებაში, და პატარებისთვის თოჯინების თეატრის წარმოდგენა.
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მისი მოადგილე დავით რეხვიაშვილი, საკრებულოს წევრები და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

NO COMMENTS