ესპანეთის პოლიციამ დღეს დილით ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს

0
1375

ესპანეთში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩართულია ქართული მხარეც, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია ჯერ დასრულებული არ არის და დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დაკავებულთა რაოდენობის შესახებ, მოგვიანებით გაავრცელებენ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 16 პირი დააკავეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად ყაჩაღობითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. მადრიდსა და კატალონიის რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა მისამართებზე პოლიცია ჩხრეკას ატარებს.

წყარო:ipn

NO COMMENTS