კაცმა ცოლი დაჭრა და პატრულს ცეცხლი გაუხსნა

0
2117

ამ წუთებში ლუბლიანას ქუჩაზე სამართალდამცველების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. imedinews-ის წყაროს ინფორმაციით, ადგილზე პატრული ქალმა გამოიძახა, რომელიც ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა.

საპატრულო ეკიპაჟების ადგილზე გამოჩენის შემდეგ კი კაცმა პატრულის და ცოლის მისამართით ცეცხლი გახსნა.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ქალი და ასევე მისი ქმარიც, რომელსაც სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

NO COMMENTS