რუსთავის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

0
1849

რუსთავის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანგიძე უძღვებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების (მშენებლობის განხორციელება) შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსწორების ვადის განსაზღვრისათვის თანხმობის მიცემის საკითხების შესახებ არსებული ინფორმაცია უშუალოდ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილისგან მოისმინეს. კომისიამ პირველი საკითხი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

მეორე საკითხზე, რომელიც ასევე ვადის განსაზღვრას ეხებოდა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს. საკრებულოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვას დაუბრუნდება.

სხდომის მუშაობაში რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მონაწილეობდა.

NO COMMENTS