საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია RMG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
1408

კომპანია RMG-ის სათავო ოფისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია RMG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს სამთო-გეოლოგიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა პროფესიონალების და დარგის სპეციალისტების აღზრდის ხელშეწყობა.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას დაეხმაროს კომპანიას შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებაში.

მემორანდუმს ხელი კომპანია “არემჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.

NO COMMENTS