რუსთავი ყველაზე ღია მუნიციპალიტეტად დასახელდა

0
1817

თბილისში, სასტუმრო ‘’Holiday Inn’’- ში, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ნდექსი-2107-ის კვლევების მიხედვით, ყველაზე ღია და ანგარიშვალდებულ თვითმმართველობად რუსთავი დასახელდა. ღონისძიების ფარგლებში, 2017 წლის ყველზე მაღალი შედეგის მქონე 5 ქალაქი, მათ შორის რუსთავიც დაასახელეს და გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება 15 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში, მოხდა. კვლევა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 71 მუნიციპალიტეტში ჩაატარა, მოხარული ვარ, რომ რუსთავი ,,ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“ საუკეთესო მუნიციპალიტეტად დასახელდა“,- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება მიმდინარე წლის 15 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში მოხდა. აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის გარდა, შეფასდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. შემფასებლის სტატუსით, აღნიშნულ პროცესში, მონაწილეობა10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა მიიღო.
შეფასება ონლაინ პლატფორმის -WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით განხორციელდა.
პროექტი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი’’, ფონდის– ,,ღია საზოგადოება-საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მას კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC) ერთობლივად ატარებენ.
პროექტის მიზანი, საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირებაა.

NO COMMENTS