ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, პოეზიის საღამო გაიმართა

0
1303

ა(ა)იპ ,,რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების’’ ორგანიზებით და მერიის ხელშეწყობით, ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, პოეზიის საღამო – „ჩვენ რუსთაველი პოეტი ქალები“ გაიმართა.
რუსთაველმა პოეტმა ქალებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს და საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა დაესწრნენ და ღონისძიების მონაწილეებს შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
საღამოს ფარგლებში, რუსთაველი პოეტები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

NO COMMENTS