რუსთავში საახალწლოდ ქალაქის გაფორმება გრძელდება

0
1690

რუსთავში საახალწლოდ ქალაქის გაფორმება გრძელდება.
მერიის შენობის წინ უკვე დამონტაჟდა ნაძვის ხე, რომელიც წელს ძველთან ერთად, ახალი დეკორატიული ფიგურებითა და სანათებით მოირთვება.

სადღესასწაულო აქსესუარებითა და ილუმინაციებით გაფორმდება რუსთავის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდი, ქუჩები და სკვერები. საახალწლო სანათები დამონტაჟდება ჭყონდიდელის დასახლებაშიც.
სამუშაოები 15 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

#ქვემოქართლი2017
#რუსთავი2017

NO COMMENTS