რუსთავის მერიაში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამის განახლება იგეგმება

0
1382

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,პირველი ნაბიჯი საქართველოს’’, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძეც ესწრებოდნენ, ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მერიაში უკვე მოქმედი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება აღნიშნული პროგრამის განახლება.
რუსთავის მერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობასაც.

მერის განცხადებით, თვითმმართველობა აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მუნიციპალიტეტისგან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ.

NO COMMENTS