გარდაბნის მერმა პირველი მოადგილე წარადგინა

0
1310

12 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა პირველი  მოადგილე – დავით ჭანტურია წარადგინა, რომელსაც მანამდე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

წარდგენისას მერმა აღნიშნა, რომ ბატონ დავითს მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს და  საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვის საკითხებს  ჩაიბარებს.

მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეების დაკომპლექტება  დასრულდა. რამაზ ბუდაღაშვილის პირველი მოადგილე დავით ჭანტურია, ხოლო მოადგილეები რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი არიან.

NO COMMENTS