ირაკლი ტაბაღუა ,,მარის არხის” დასახლებაში იმყოფებოდა

0
1497

რუსთავის მერი მარის არხის დასახლების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ძირითადი პრობლემა, რომელიც დასახლების მაცხოვრებლებს აწუხებთ, ქონებისა და მიწის რეგისტრაციაა. ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე ათეული წელია, უშედეგოდ ცდილობს როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე მიწის ნაკვეთების ლეგალიზებასა და კერძო საკუთრებაში რეგისტრაციას. საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები, მათ კერძო მესაკუთრეებისგან აქვთ შეძენილი ან თვითნებურად აქვთ ფართი დაკავებული. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო კი, ქონებას საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებენ.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ ადგილობრივ მცხოვრებლებთან საუბარში აღნიშნა, საკითხზე მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასთან ერთად, აქტიურად მუშაობენ და მოსახლეობისთვის ქონების რეგისტრაციის პრობლემა ახლო მომავალში მოგვარდება.

შეხვედრას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ტუხაშვილი, გოჩა ჯანგიძე, გრიგოლ ვეფხვაძე და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.

NO COMMENTS