ლევან ონიანმა „ევროპის ფონდის“ მისიის წარმომადგენლები მიიღო

0
1473

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა „ევროპის ფონდის“ მისიის წარმომადგენლები მიიღო. ზემოთხსენებული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს, ბიზნესისა და დონორი ორგანიზაციების საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელებას. ფონდი მხარს უჭერს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, განაგრძონ სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელებით საჯარო ანგარიშვალდებულების სისტემების დანერგვა და განვითარება. რუსთავის მუნიციპალიტეტში კი ფონდის წარმომადგენლები კვლევის ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომელიც გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მუნიციპალიტეტის პროექტების დაფინანსების, ჩართულობის ხარისხის,თანამონაწილეობის მზაობის და ზოგადად გამოწვევების კვლევას. მონიტორინგი სამ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავსა და გორში პარალელურად მიმდინარეობს, რის შედეგადაც დაიდება კვლევის კონკრეტული ანგარიში და შედეგები. კვლევის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის, ლტოლვილთა და განსახლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს. კვლევის შედეგები მონიტორინგის დამუშავების თანავე გახდება ცნობილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს წევრები გიგა ჯღარკავა, ამირან ჯანჯღავა და პროექტის „ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ დირექტორის მრჩველი რევაზ ბარბაქაძე.

NO COMMENTS