სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

0
1344

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, პროექტის უცხოელი ექსპერტი და მუნიციპალური თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მხარეებმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მიმდინარე შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში არსებული და თანამედროვე გამოცდილება. დაიგეგმა სამომავლოდ, ერთობლივად, განსახორციელებელი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით 18-თვიანი ტექნიკური დახმარების პროექტი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაიწყო.

პროექტი შედგება შემდეგი სამი ძირითადი კომპონენტისაგან, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებას და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს.

NO COMMENTS