გრიგოლ ნემსაძემ ქართულ-აზერბაიჯანულ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

0
1330

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ ქართულ-აზერბაიჯანულ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ბიზნეს სექტორისა და სახელმწიფო უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები.

მხარის გუბერნატორმა ფორუმის ფარგლებში ქვემო ქართლის ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და ყურადღება რეგიონში, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა.

NO COMMENTS