პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო

0
1274

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამაღლდეს კონსოლიდაციის ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში, გაიზარდოს პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის ხარისხი და ეს ყველაფერი დაგვაზღვევს ჩვენ რისკებისგან გრძელვადიან პერსპექტივაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.
კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა, პლენარულ სხდომაზე დღეს მუხლობრივად განიხილეს.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს პუნქტი ემატება, რომლის მიხედვითაც,
„სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“. ასევე, შესრულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მე-16 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას ეხება. ამასთან, ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-18 მუხლში რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ეხება

NO COMMENTS