სპორტული ღონისძიების – „სპორტი, სკოლა, პოლიცია“ მონაწილეებს სავარჯიშო ფორმები გადაეცათ

0
1628

რუსთავში ევროკავშირის პროექტის ,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლა” ფარგლებში ჩატარებული სპორტული ღონისძიების – „სპორტი, სკოლა, პოლიცია“ 120 მონაწილეს, საჩუქრად სავარჯიშო ფორმები გადაეცა.

ეკიპირება ფეხბურთელებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ,,სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ბაჩო ხაჩიძემ გადასცეს.

ევროკავშირის პროექტის ,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლა” ფარგლებში, სპორტული კამპანია ,,სპორტი, სკოლა, პოლიცია” რუსთავში გაზაფხულზე დაიწყო, მასში მონაწილეობას რუსთავის სპორტ-სკოლების 7-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისგან შემდგარი 12 გუნდი იღებდა. ბავშვებთან ერთად სახალისო სპორტულ თამაშებში და ტურნირებში საპატრულო პოლიციაც იყო ჩართული.

NO COMMENTS