რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები

რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები

0
7091
რუსთავში ხანძრის შესახებ, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, დეტალები ხდება ცნობილი. ცეცხლი მეგობრობის მეორე გასასვლელის N3-ში პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ამასთან, გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და მეხუთე სართულზე მცხოვრები შუახნის მამაკაცი. მათი გარდაცვალების მიზეზი კვამლი გახდა. როგორც ირკვევა, საკვამურებმანამწვი ვერ გაატარა.

ხანძრისას კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა – ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა. მას კოჭის ძვალი აქვს მოტეხილი და ოპერაცია უტარდება.

NO COMMENTS