რუსთავის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი

0
1280

20 დეკემბერს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეექვსე მოწვევის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა. დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ოცდაერთი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა გააცნო.
საკრებულომ ა(ა)იპებისთვის დამტკიცებულ პროგრამებში, შიდა მუხლობრივი ცვლილებების განხორციელების შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელა. 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და კეთილმოწყობის სამსახურისუფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ტაბაღუამ ისაუბრა. დეპუტატებმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის განაკვეთებისგან საზღვრის და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების და ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ არსებული ინფორმაცია ეკა პაპუაშვილისგან მოისმინა, რომელიც მერიის არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელობს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის N198 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხიც („ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“) განიხილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის ადმინისტრაციის უფროს მოვალეობის შემსრულებელმა ლია მეტრეველმა გააცნო.
საკრებულოს პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებისგან განთავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ არსებული ინფორმაცია, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა მოახსენა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები სხდომის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან კავთიაშვილმა გააცნო. ქალაქის 2018 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსაკუთრებული პრიორიტეტი ამჯერადაც, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მიენიჭა. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ტაბაღუამ და ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ 2018 წლისთვის დაგეგმილი და განსახოციელებელი პროგრამების (27 პროგრამა) შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.
საკრებულომ ყველა საკითხი, მნიშვნელოვანი შენიშვნების გარეშე, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომას დეპუტატებთან ერთად, ა(ა)იპების ხელმძღვანელები და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომას წინ უსწრებდა ბიუროს სხდომა, რომელზეც ანალოგიური საკითხები განიხილეს.

NO COMMENTS