რუსთავში ანსამბლ ,,თუთარჩელას’’ კონცერტი გაიმართა

0
1430

ღონისძიება საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავსა და გერმანელი კოლონისტების საქართველოში ჩამოსახლების 200 წლისთავს მიეძღვნა. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, 2017 წელი საქართველო-გერმანიის წლად გამოცხადდა. ამასთან ერთად, 2018 წელს გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 100 წელი სრულდება.

კონცერტს, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე ანკე დოლეცკი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძე, მაჟორიტარი დეპუტატები გრიგოლ ვეფხვაძე, გიორგი ტუხაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ,,თუთარჩელას’’ ახალგაზრდა თაობამ სხვა კომპოზოციებთან ერთად, ახლებურად არანჟირებული გერმანული ხალხური სიმღერები შეასრულა.
კონცერტის დასასრულს, რუსთავის მერმა ანსამბლის ხელმძღვანელს, თამარ ბუაძესა და გუნდის წევრებს შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ფარგლებში, აგვისტოში, გერმანიის ქალაქ ბად ჰერსფელდში ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“ რამდენიმე კონცერტი გამართა, რომელსაც 5000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
ბად ჰერსფელდის ფესტივალზე, ,,თუთარჩელა’’ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის სტატუსით გაემგზავრა.

NO COMMENTS