ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 18 441 000 ლარით განისაზღვრა

0
1441

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს.

მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 18 441 000 ლარით განისაზღვრა. 305 000 ლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოეყო.
არაფინანსური აქტივების ზრდა 2018 წლისთვის დაგეგმილია 2 295 000 ლარით მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2018 წლის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

NO COMMENTS