კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადება

0
2013

„25 დეკემბერს კომპანია „რუსთავის წყალი“ ქალაქ რუსთავში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მთელი ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებულ მონაკვეთებს აღადგენენ და ახალ ინფრასტრუქტურულ ელემენტებს დაამონტაჟებენ. რთული ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება ქალაქ რუსთავის მაგისტრალურ ქსელზე ასევე, გაგარინის, ტაშკენტის, ვაჟა-ფშაველას და აღმაშენებლის ქუჩებზე ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდება.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ქალაქ რუსთავის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება: შემცირდება როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი და დრო.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისთვის აუცილებელია ქალაქ რუსთავის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 დეკემბერს, 23:55 საათიდან ზეგ, 26 დეკემბრის 23:55 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს
25 დეკემბერს, ორშაბათს 23:55 საათიდან, 26 დეკემბრის, სამშაბათის 23:55 საათამდე ქალაქ რუსთავის მოსახლეობას მოემსახურება 3 ცისტერნა. მოსახლეობას შეეძლება კომპანიას მიწეროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან დარეკოს ცხელ ხაზზე.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.” – ნათქვამია განცხადებაში.

NO COMMENTS